“აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ”,– ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ- მინისტრი დონალდ ტუსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
როგორც დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინაში კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე იყო.
“აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ – უფრო მეტი ბომბები, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც აღნიშნა: „ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება“.