leaderboard_below_slide
left_sabechdi

აიათოლა ალი ხამენეი: აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს. ხამენეიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.

თეირანში სიტყვით გამოსვლისას ხამენეიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების შეთავაზების მიზანი დომინირება იყო და არა პრობლემების გადაჭრა.

“ზოგიერთი მჩაგვრელი მთავრობა მოლაპარაკებებს დაჟინებით ითხოვს, მაგრამ მათი მოლაპარაკება არ არის მიმართული საკითხების გადაწყვეტისკენ – ეს არის დომინირებისთვის. მათი მიდგომაა: “მოდით, მოვილაპარაკოთ, რათა დავამყაროთ ყველაფერი, რაც გვინდა, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ მხარეზე. ისინი თუ მიიღებენ, ბრწყინვალეა; თუ არა, ავტეხთ აურზაურს და ვიტყვით, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას დაშორდნენ და საუბრებიდან გავიდნენ”, – თქვა ხამენეიმ.

ირანის სულიერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის არა მხოლოდ ბირთვულ საკითხზე საუბარი სურს, არამედ სხვა მოთხოვნების წამოყენებაც, რასაც ირანი ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.

“ნუ გააკეთებ ამას, ნუ შეხვდები იმ პიროვნებას, ნუ წახვალ იმ ადგილას, ნუ აწარმოებ იმ ნივთს, შენი რაკეტების სიშორე არ უნდა აჭარბებდეს ასეთ-და-ასეთ მანძილს“ – შეუძლია ვინმეს ამ ყველაფრის მიღება? აი, რისთვისაა მოლაპარაკებები”, – ამბობს ხამენეი.

ასევე იხილეთ