leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა.

ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე.

“მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უკიდურესად კარგ და ძალიან კოლეგიალურ ატმოსფეროში. ბუნებრივია, ცალკეულ საკითხებზე დისკუსიებით, მაგრამ ერთად იმ რწმენით, რომ წინ დიდი ამოცანა გვაქვს, რომ გერმანიას მალე დასჭირდება ახალი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობით. და, რომ ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ იმ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს უპირველესად საერთაშორისო ვითარებაა, მაგრამ ასევე ევროკავშირი და მთელი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევებია. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია თუ როგორ გადავჭრით საკუთარ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს”, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

როგორც ცნობილია, მომავალი კანცლერი კოალიციის ჩამოყალიბებას 20 აპრილამდე გეგმავს.

ასევე იხილეთ