leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ვალიადოლიდს” სძლია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომელიც ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

„მესტალიაზე“ გამართულ ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველი მეკარე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. მე-7 წუთზე ანგარიში დიეგო ლოპესმა გახსნა და „ვალენსია“ დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს – მე-40 წუთზე ხუან ლატასამ ქართველი მეკარის შეცდომით ისარგებლა.

58-ე წუთზე უმარ სადიქმა „ვალენსია“ ისევ წინ გაიყვანა. მამარდაშვილმა 61-ე წუთზე ხუან ლატასას დუბლის შესრულების შანსი არ მისცა, ხოლო სამ წუთში ისევ მის თავურ დარტყმას გადაეღობა.

„ვალენსიამ“ 27 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-16 ადგილზეა.

ასევე იხილეთ