leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 47 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.

ასევე იხილეთ