მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ აზრი გამოთქვა თავისი გუნდის ვარსკვლავურ ფორვარდზე, კილიან მბაპეზე.
იტალიელი სპეციალისტის აზრით, ფრანგმა თავდამსხმელმა ვერ ითამაშა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ მადრიდულ დერბიში.
„ატლეტიკოსთან“ ის არ იყო იმ დონეზე, როგორც „მანჩესტერ სიტისთან“. საერთო ჯამში, კარგად თამაშობს, ჩვენ კმაყოფილები ვართ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ის ყოველთვის არ არის თავის საუკეთესო ფორმაში.
სეზონი მომთხოვნია, ეს ნორმალურია, განსაკუთრებით ხარისხიანი მოთამაშეებისთვის. მათ უფრო მეტი აღმასვლა და დაცემა აქვთ. ეს რაღაც გენეტიკურია. ის ძალიან კარგად თამაშობს. ჩვენ რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ, ამაში მისი დიდი წვლილია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
კილიან მბაპეს ამ სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში 28 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა აქვს.