leaderboard_below_slide
left_sabechdi

სერბეთში ქალმა სტუდენტებმა ქალთა საერთაშორისო დღეს საპროტესტო აქცია გამართეს

სერბეთში ქალმა სტუდენტებმა ქალთა საერთაშორისო დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. კორუფციასთან ერთად, სტუდენტები ქალთა წინააღმდეგ ძალადობასაც აპროტესტებდნენ.

სერბეთში აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართება. მასიური მსვლელობები ნოემბერში რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას, აქციაში მონაწილე სტუდენტების მიმართ ბრალდებების მოხსნას და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.

ასევე იხილეთ