ილონ მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

“პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე, რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს”, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„მე პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა. რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს.
ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად სურს, რომ ხორცსაკეპი შეჩერდეს. მშვიდობა ახლავე!!“,– წერს მასკი სოციალურ ქსელში.