“რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი, პრაქტიკულად, განულებულია. ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, რომელშიც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი, პრაქტიკულად, განულებულია. ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, რომელშიც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება. თუ ოპოზიცია უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის ახსნა იქნება სწორედ ეს. ვითომ პრინციპული განცხადებები ხშირად იცვლება უპრინციპო რადიკალების მხრიდან. იგივე პუფების თემას გაგახსენებთ. ერთმანეთს პუფებს ეძახდნენ და მერე ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლაზე რადიკალები. არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევნების თარიღამდე რიგი დადგეს ცესკო-ში რადიკალების მიერ დასარეგისტრირებლად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
5 მარტს ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.