leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ სირთულეები უფრო მაძლიერებს

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვალიადოლიდთან“ მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!”, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართულ ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველმა მეკარემ მე-40 წუთზე  შეცდომა დაუშვა, ბურთი მეტოქის თავდამსხმელ ხუან ლატასას დაუგორა, რომელმაც ქართველ მეკარეს შეცდომა არ აპატია.

“ვალენსიის” ქართველმა მეკარემ 61-ე წუთზე ხუან ლატასას დუბლის შესრულების შანსი არ მისცა, ხოლო სამ წუთში ისევ მის თავურ დარტყმას გადაეღობა. მაგრამ პირველი შეცდომის გამო, დაბალი შეფასება მიიღო.

ასევე იხილეთ