leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ სამხედრო ურთიერთნდობის გაღრმავების მიზნით. მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

წვრთნები, სავარაუდოდ, ხვალ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტში ჩაბაჰარში დაიწყება.

როგორც ცნობილია, წვრთნები მოიცავს საზღვაო სამიზნეებზე დარტყმის, ზიანის კონტროლისა და ერთობლივი სამძებრო-სამაშველო სასწავლო კურსებს და მისი მიზანია სამხედრო ურთიერთნდობისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება მონაწილე ქვეყნების ჯარებს შორის.

რუსეთი, ჩინეთი და ირანი მსგავს წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ. ერთობლივი წვრთნები ბოლოს ომანის ყურეში, გასულ წელს ჩატარდა.

ასევე იხილეთ