leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია ISFED-ის შესახებ: რა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. “ენჯეოსთან” გვქონდა საქმე, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა

“რატომ არ ასაჯაროებს ISFED-ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის არჩევნებიდან ცნობილია საზოგადოებისთვის”,  – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ISFED- ის მიერ საპარლამენტო არჩევნების პივიტის დამალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

“ერთია საჯარო სივრცეში გააზიარებს თუ არა ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც დასკვნას, ეს მათ იმიჯზე მოქმედებს და მეორეა, როდესაც პროკურატურა ითხოვს შენგან გასაჯაროებას და ინფორმაციის მიწოდებას. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი არჩევნები პროკურატურას არ უგზავნის. დამატებითი დრო, რომელიც ISFED-მა ითხოვა, გადის. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზაცია შედეგებში ცვლილებების შეტანას ცდილობს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათ დავალებული აქვთ შედეგების გაყალბება.

 

 

ასევე იხილეთ