საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერი რუმინეთის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად აჯობა და მატჩის შედეგი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.
ანგარიში მე-6 წუთზე „ჯვაროსნების“ გამოცდილმა მოთამაშემ, შოთა თოფურიამ გახსნა, ერთ წუთში კი გიორგი ჩიმაკაძემ საქართელოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი 11 მარტს ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.