leaderboard_below_slide
left_sabechdi

თორნიკე ზირაქიშვილი „ემაარის“ პროექტებზე: მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არ მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ მოსდევს დასაქმების კომპონენტი. განხორციელდა არაერთი ტექნიკური ვიზიტი, საქართველოს არაერთხელ ესტუმრა თავად დამფუძნებელი

მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არ მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ ამას მოსდევს თან მნიშვნელოვანი დასაქმების კომპონენტი, უძრავი ქონების მნიშვნელოვანი განვითარების პერსპექტივები და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათები, როგორც ბათუმისთვის ასევე თბილისისთვის, – განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა „ემაარ“ ჯგუფის პროექტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„განხორციელდა არაერთი ტექნიკური ვიზიტი, მათ შორის საქართველოს არაერთხელ ესტუმრა თავად დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი. ბუნებრივია მსგავსი სახის პროექტი, თავისი მოცულობიდან გამომდინარე იქნება დაახლოებით 5-დან 7 წლის ფარგლებში განხორციელებული, რადგანაც ის მოიცავს სხვადასხვა ფასსა და ეტაპს“, – აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

ასევე იხილეთ