ისნის რაიონის გამგეობამ, ვაზისუბანში, ოთხი მცირე ზომის სკვერი მოაწყო.
2100 კვ.მ ფართობზე გაკეთდა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, ტერიტორია გამწვანდა და დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 643 265 ლარით დაფინანსდა.
ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი პარლამენტის დელეგატთან, ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.













