top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკო-ს ჩიხურ მდგომარეობაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია

„სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას.

„რაც შეეხება ცესკო-ს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე – დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკო-ს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, ბუნებრივია, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკო-ს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას,  აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ