„სადაც არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, იქ არ იქნება განვითარება“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ დაწესებული სანქციები მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის საკითხებს უკავშირდებოდა.
„თუ რამე საყვედური, სანქციები და რეზოლუციები მიგვიღია, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის საკითხებს უკავშირდებოდა, თუმცა ჩვენ გავუძელით და ასეც უნდა გვექნა იმიტომ, რომ სადაც არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, იქ არ იქნება განვითარება. რომელ ბიზნესზე, რომელ უცხოურ თუ შიდა ინვესტიციებზე იქნებოდა საუბარი, სიღარიბის დაძლევაზე, შემოსავლების გაზრდაზე და.ა.შ როდესაც ქვეყანაში არ იქნებოდა მშვიდობა. ეს ის გზა არის, რომელსაც ჩვენ მივყვებით და გავაგრძელებთ აუცილებლად. ის, რომ ჩვენ ყოველ წელს წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას“- აღნიშნავს ბოჟაძე.