leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი – კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.

დეპუტატის თქმით, გენდერის თემებთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრება, რომ 1 000-მდე გენდერი არსებობს, თავს მოხვეული სისულელე და აბსურდია.

„აბსოლუტური თანხვედრა არის „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის. ეს არის ის, რომ ჩვენი ტრადიცია, ისტორია, რელიგია, რწმენა ეს არის უმნიშვნელოვანესი და ის რაღაც თავს მოხვეული სისულელე და აბსურდი, რომ 1 000-მდე გენდერია და.ა.შ.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი – კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

ასევე იხილეთ