გოგა ხაინდრავა: დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ეპოქალური ძვრები, პირველ რიგში – ამერიკის შეერთებულ შტატებში

ინაუგურაციიდან 100 დღე კი არა, 40 დღე არ არის გასული და თავდაყირა დააყენა მსოფლიოს ისტორია. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ეპოქალური ძვრები, პირველ რიგში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან ტრამპს „ეპოქალური ცუნამი“ უწოდა, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, 20 იანვარს მოხდა ტრამპის ინაუგურაცია და 40 დღეც არ არის ჯერ გასული, თუმცა მომხდარი ძვრები უდიდესია.
„ინაუგურაციიდან 100 დღე კი არა, 40 დღე არ არის გასული და თავდაყირა დააყენა მსოფლიოს ისტორია. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ეპოქალური ძვრები, პირველ რიგში – ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც აქამდე იყო ტრენდი, დანგრეული, მიწასთან გასწორებულია და მეტყველებს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იღუპებოდა – ცალსახად!“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, გაფლანგულია დიდი ოდენობით თანხები, რომელიც გაურკვეველ პროექტებზე იხარჯებოდა.