leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50% სურს ახალი არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნუ შეწუხდებიან

„საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, 50% სურს ახალი არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნუ შეწუხდებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში“.

უნდათ, რომ რეალობა იყოს ის, რაც მათ სურთ, რომ დაინახონ, რასაც აქეზებენ, მხარს უჭერენ. ქართველი ხალხი ხედავს, რაც არის სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობის, რადიკალიზმის ტალღა დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და შემდეგ თავის წარმოსახვა უნდათ, რომ რეალობად წარმოგვიჩინონ.

რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო გამოკითხვებით, რომელიც „ლე ფიგაროს“ მიერ იქნა ჩატარებული, ვხედავთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50% სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ