leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ცაგარელი: რის გამოც მოკლეს კენედი, იმავეს ცდილობს დღეს ტრამპიც

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებს.

იგი განიხილავს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მას აშშ-ს 35-ე პრეზიდენტს – ჯო კენედის ადარებს.

ქართველი ასტროლოგის აზრით, კენედი 1963 წელს, სწორედ დიფ სთეითთან დაპირისპირების გამო მოკლეს.

„დიახ, სწორედ მათ მოკლეს კენედი, იმიტომ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის თავის დაქვემდებარებაში გადაყვანა უნდოდა. იმავეს ცდილობს დღეს ტრამპიც, რასაც ლიბერალური ფრთა ეწინააღმდეგება. 2016 წელს მას საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, არჩევნები, ფაქტობრივად, მასმედიამ წააგებინა. ილონ მასკთან და ცუკერბერგთან დაახლოების სურს მასმედიის ხელში ჩაგდება, რათა სრულ გამარჯვებამდე მივიდეს. ჯერჯერობით კოსმოსი მის მხარესაა. გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი ტყუპების ზოდიაქოშია, მაგრამ მაინც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. მისი სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია”, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ