leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეორე ქართველი „პარი სენ-ჟერმენში“? – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საბა ხარებაშვილს აკვირდება

PSGINSIDE ACTUS-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „დინამო თბილისის“ 16 წლის უკანახაზელის, საბა ხარებაშვილის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

აქამდე იწერებოდა, რომ ხარებაშვილით კიდევ არაერთი გრანდია დაინტერესებული, ესენია: მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და სხვა.

საბა ხარებაშვილი მარკეტზე 800.000 ევროდაა შეფასებული. ის ახლა „დინამო თბილისი“ს მთავარი გუნდის წევრია და არაერთ ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.

სხვათა შორის, ხარებაშვილი ახალგაზრდა ტალანტების სიაშიც მოხვდა, რომლებსაც სკაუტები დიდ ყურადღებას აქცევენ.

წყარო: sportline.ge

ასევე იხილეთ