leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ წინარეხში მდინარე კავთურაზე გადასასვლელი ხიდის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაო გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ე.წ. ფონების დასახლებაში მდინარე კავთურაზე გადასასვლელი ხიდის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაო გრძელდება.

სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

2024 წელს მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე კავთურას ადიდება, რის შედეგადაც  მდინარემ მოწყვიტა ე.წ „ფონების“ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი,  საავტომობილო გზა და შექმნა გადაადგილების პრობლემები.

კაპიტალური ხიდის  მშენებლობა და დამცავი კედლის მოწყობა უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

ასევე იხილეთ