გრენლანდიის პრემიერი: ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემით მოპყრობას და არ მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას აკეთებს

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიელებს პატივისცემით არ ეპყრობა“, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გრენლანდიის პრემიერი გამოეხმაურა გრენლანდიის შესახებ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ მზად ვართ, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩავდოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და თქვენი გამდიდრებისთვის“.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემით მოპყრობას და არა მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას აკეთებს, მას შემდეგ რაც თანამდებობა დაიკავა“.