საფრანგეთის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სოფლებში ბარების გახსნას გააადვილებს. მიზანი სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაა, რათა ადამიანებმა სოფლები არ დატოვონ.
იდეის ავტორი ცენტრისტი დეპუტატი, გიომ კასბარიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს აღადგენს სოციალურ კავშირებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკას და შექმნის სამუშაო ადგილებს. მისი კანონპროექტი საშუალებას მისცემს კაფეების მფლობელებს სოფლებში, სადაც 3500-ზე ნაკლები მოსახლეა, გამარტივებული პროცედურებით მიიღონ ნებართვა, გახსნან ბარი.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ ამით სოფლებში ალკოჰოლის მოხმარება გაიზრდება. სოფლებში კი ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობის შესაძლებლობა მცირეა.