leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდია, მკაცრი სანქციების დაწესებასთან ერთად სახელმწიფო იაზრებს ვალდებულებას ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას და ამ პრობლემას კომპლექსურად მიუდგეს

„სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდია, მკაცრი სანქციების დაწესებასთან ერთად სახელმწიფო იაზრებს ვალდებულებას ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას და ამ პრობლემას კომპლექსურად მიუდგეს”, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს ამბიცია, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს და ამ პოლიტიკაში კერძო სექტორიც ჩართოს.

„სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდია, მკაცრი სანქციების დაწესებასთან ერთად სახელმწიფო იაზრებს ვალდებულებას ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას და ამ პრობლემას კომპლექსურად მიუდგეს.

“ქართულ ოცნებას” აქვს ამბიცია, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს და ამ პოლიტიკაში კერძო სექტორიც ჩართოს.

მისი ეს მიდგომა საკანონმდებლო ენაზე საქმით ასე გადაითარგმნება:

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა;

2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.

ანტინარკოტიკული რეფორმა ერთობლივი ძალებით გადასაწყვეტი პრობლემაა და ამის გააზრება ყველასთვის აუცილებელია.

წარმატებები სახელისუფლებო გუნდს მისი წილი ვალდებულებების შესრულებში და არანაკლები პასუხისმგებლობა საზოგადოებას ამ სენთან საბრძოლველად!

დაგვეძლიოს ეს სენი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი პრიორიტეტებს შორის პირველადი გამხდარიყოს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ