leaderboard_below_slide
left_sabechdi

სტივ ვიტკოფის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ოვალური კაბინეტში მომხდარი კამათის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს ბოდიში წერილობით მოუხადა. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

„ზელენსკიმ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო“, – აცხადებს ვიტკოფი. 

მან წერილს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარე დისკუსიების ფონზე.

ასევე იხილეთ