leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გაბუნია: ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამკაცრდეს სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის

“ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამკაცრდეს სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

ამ კომენტარით ის გამოეხმაურა ანტინარკოტიკულ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

“მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადნი არიან ამ საკითხში, მათთვის გაძლიერდეს სარეაბილიტაციო მიმართულება და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა”, – აღნიშნა გაბუნიამ.

ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება – ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად, შეიმუშავა.

ასევე იხილეთ