leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bloomberg: ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, დააკავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დუტერტე სამშობლოში ჰონგკონგიდან ბრუნდებოდა, როცა ის სამართალდამცველებმა აიყვანეს. ამჟამად ის ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც სააგენტო წერს, ინტერპოლის ფილიპინურმა განყოფილებამ უკვე მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის ასლი.

79 წლის დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი 2016 – 2022 წლებში იყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. საქმე ეხება მის მიერ ნარკომოვაჭრეებთან გაჩაღებულ ბრძოლას, რა დროსაც 12-დან 30 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ასევე იხილეთ