პარლამენტის დეპუტატი ლადო ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძემ 8 წელი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს გემები, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდება 2028 წლამდე, სწორედ იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პორტი უბრალოდ, არ აშენებულიყო. რაც შეეხება აშშ-ს ინტერესების გატარებას, არ მგონია ხაზარაძის დახმარება სჭირდებოდეს ამერიკას იმაში, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები შავ ზღვაში თუ ჩვენს რეგიონში . თუ ჩათვლიან ამერიკელები, რომ უნდა ჩაერთონ ამ პროექტში, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. კონსორციუმი შეიძლება გაფართოვდეს.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის პორტის საქმეზე დავობდა, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის 650 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
წყარო: “რუსთავი 2”