leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიტო ჩუბინიძე: სტალინამდე უკრაინის სახელმწიფო ფიქცია გახლდათ

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე: რუსეთი რამდენადაც მართალია უკრაინასთან, იმდენად მტყუანია საქართველოსთან!

არასდროს უკრაინას სახელმწიფოებრიობა არ ჰქონია და უკრაინელი ერიც მე-17 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა… ეს უზარმაზარი, უმდიდრესი ტერიტორია რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს, პოლონეთს, ლიტვის დიდ სამთავროსა და შემდეგ რეჩ-პოსპოლიტას ჰქონდათ გადანაწილებული….

მოკლედ, სტალინამდე უკრაინის სახელმწიფო ფიქცია გახლდათ… სტალინი საბჭოთა უკრაინას აძლიერებდა და რუსეთის ცენტრალური ტერიტორიების მიწებს უერთებდა. უფრო მეტიც, ბელადი განსაკუთრებით ზრუნავდა უკრაინული ენის სტატუსზე და უკრაინის ცეკა-ში ყველას ავალდებულებდა, სცოდნოდათ უკრაინული და ელაპარაკათ უკრაინულად.

ერთი სიტყვით, „დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინა“ ისტორიის ანაქრონიზმი და ყურით მოთრეული ამბავია. ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო დედამიწაზე 1991 წლის 22 დეკემბრამდე არ არსებობდა… ამდენად, პუტინის დამპყრობლურ მიზნებს უკრაინის მიმართ ისტორიული საფუძველი აქვს და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია და დიდი უსამართლობაა რუსთ ხელმწიფის დამოკიდებულება პატარა საქართველოსადმი, რომელსაც კრემლმა ბინძური ჩექმა პირდაპირ ხერხემალზე დააჭირა და ჯერ აფხაზეთი წაგლიჯა, ხოლო შემდეგ – ცხინვალის რეგიონი, ანუ შიდა ქართლის დიდი ნაწილი.

წყარო: „ასავალ დასავალი“

ასევე იხილეთ