ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი: ტრამპის გადაწყვეტილებამ თავდაყირა დააყენა პოლიტიკური პროცესები. სამყარო რადიკალურად იცვლება! პირველ რიგში მოკლედ და პოპულარულად შევეცდები, აგიხსნათ, რა არის “დიფ სთეითი”, რომ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნათ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. ეს არის მილიარდერთა დიდი ჯგუფი, დაახლოებით 300 მასონური ოჯახი, რომელთა ხელშიც არის კაცობრიობის სიმდიდრის დაახლოებით 70-80 პროცენტი – უზარმაზარი რესურსები და შესაძლებლობები. ისინი ძირითადად ებრაელები, ამერიკელები და ბრიტანელები არიან. უფრო მეტად ებრაელები. მათ ჯგუფში შედის მაკკეინის ინსტიტუტი, პენტაგონი თავისი შეიარაღებით, ფედერალური სარეზერვო სისტემა თავისი ფულის ბეჭდვით შტატებში და ა.შ. ამ საიდუმლო ჯგუფს მორჩილებაში ჰყავს მსოფლიოს მასმედია, ჯანმო, საბანკო-საფინანსო სისტემები და პოლიტიკოსები როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.
ფარულ დასში არის 2 დაჯგუფება – კონსერვატიული და ლიბერალური ფრთა. ორივე დაჯგუფება კოლონიზატორულია და მათი მიზანი, საზოგადოების დამონება და მთლიანი რესურსების ხელში ჩაგდებაა. ბაიდენი და ევროკავშირი ლიბერალების ჯგუფს წარმოადგენს და 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად მუშაობენ ადამიანების აზროვნების გადაგვარებაზე. “დიფ სთეითის” კონსერვატორების ჯგუფში შედის ტრამპი და მისი გუნდი. ესენიც არანაკლები კოლონიზატორები არიან, უბრალოდ სხვა სისტემით მუშაობენ და ტრადიციების გათვალისწინებით ცდილობენ პატარა ქვეყნების დამონებას. არც დაუმალავს ტრამპს, პირდაპირ განაცხადა – პანამაც, მექსიკაც, კანადაც და გრენლანდიაც მე მინდაო.
წყარო: გაზეთი „ასავალ – დასავალი“