“ეუთოს ყველა საწყისი მიზანი და პრინციპი უხეშად ირღვევა და უგულებელყოფილია, ნატოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა ორგანიზაცია კრიზისში შეიყვანეს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, ფერიდუნ სინირლიოღლუ სამდივნოს რთულ დროს ხელმძღვანელობს.
“ორგანიზაცია მიუახლოვდა ჰელსინკის აქტის 50 წლის იუბილეს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელშიც იგი შეიყვანეს ნატოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსული მხარე იმედს ამყარებს ფერიდუნ სინირლიოღლუს გამოცდილებასა და სიბრძნეზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ეუთოს საწყის პრინციპებზე დასაბრუნებლად.