leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ეფექტურად იმოქმედოს

“იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმოქმედოს ეფექტურად, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების გავრცელებაში, ჩამოერთვათ ქონებები და გადაეცეს სახელმწიფოს”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.

“აუცილებელია, როგორც საკანონმდებლო ჩარევა, ასევე კამპანიური პროცესების მართვა იმისათვის, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად წახალისდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ახალმა თაობამ უარი უთხრას იმ სენს, რომელსაც ჰქვია ნარკომანია. იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმოქმედოს ეფექტურად, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების გავრცელებაში, დახვეწილი მექანიზმის შედეგად, ჩამოერთვათ ქონებები და გადაეცეს სახელმწიფოს, რომელიც მოხმარდება ისევ და ისევ ნარკომანიასთან ბრძოლას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.

 

ასევე იხილეთ