ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტერ პაველი აცხადებს, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე დროულად უნდა იზრუნოს.
პაველის თქმით, ევროპა, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გარეშე დარჩეს და ამიტომ უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი ძალებით მოუწევს.
პაველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა, თანამოაზრეებთან ერთად, თავდაცვის გაძლიერების საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაოს და პარალელურად, ვაშინგტონთან აწარმოოს დისკუსიები.