leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ცაგარელი: ბიძინა ივანიშვილის გათვლებს ტრამპის პოზიცია ემთხვევა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი: ბიძინა ივანიშვილის გათვლები იყო არნახულად ზუსტი. ხშირად მეუბნებიან, რატომ არ აკრიტიკებ მთავრობას, ყველაფერი მოგწონსო? რასაკვირველია ყველაფერი არ მომწონს, საკრიტიკო ბევრი აქვს, მაგრამ არა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში. დღეს უკვე გასაგებია, რით არის ბევრი პრობლემა გამოწვეული. ქვეყანა რომ გადაერჩინა და მშვიდობით მოეყვანა აქამდე, ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო, დათმობებზე წასულიყო. დიახ, ბევრი რამ დაუთმო დასავლელ ლიბერალებს, რასაც დღემდე ვიმკით, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

დღეს უკვე ტრამპის პოზიცია ემთხვევა ჩვენსას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რას მოილაპარაკებენ რუსები, ჩინელები და ამერიკელები, ვის ხელში გადავა სამხრეთ კავკასია? იდეალური იქნება, თუ სამივე ქვეყნის კონტროლი გავრცელდება საქართველოზე, მათ შორის, ანაკლიის პორტზე და აქ გამავალ სატრანზიტო გზებზე. საქართველო სრულად დამოუკიდებელი ვერ იქნება. ამას ჩვენი პატარა ქვეყანა კი არა, თურქეთი ვერ აღწევს.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ