leaderboard_below_slide
left_sabechdi

ISFED-ი უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ ნარკოპოლიტიკით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს.

ნატროშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებები პროტესტის მონაწილეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

„უცებ გამოვა „ქართული ოცნების“ სპიკერი, გადაწყვეტს, ეს უნდა გავაკეთოთ და იღებენ კანონად. არანაირი დისკუსია და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა არ ხდება. ეს დიდი პრობლემაა. მეორე მხრივ, თემა არის იმდენად სენსიტიური, რომ არა მხოლოდ საქართველოში, ეს თემა გამოიყენება ხოლმე პოპულისტური პოლიტიკის გასატარებლად. მოსახლეობის გრძნობებზე თამაში ხდება, რადგან ეს ბევრი ოჯახისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემაა. შეიძლება, რაღაც კვლევა ჩაატარეს და ამის გამო წამოიწიეს ეს თემა, ან რაღაც სხვა იყო მიზეზი. ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, ვნახავთ, ალბათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ნატროშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

წყარო: „პალიტრანიუსი“

ასევე იხილეთ