პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ თუ კი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს “დიფ სთეითის” დამარცხებას, ამას საკუთარ თავზე იგრძნობს საქართველოც.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით ზეწოლა აღარ იქნება.
“ჩვენ ვიყავით და ვართ, ჯერჯერობით, ის ქვეყანა, პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხმა ამოვიღეთ, როდესაც ხალხი შევაიარაღეთ სიმართლით და ვთქვით, რომ არ შეიძლება არც უკრაინაში ომი და მითუმეტეს დაუშვებელია საქართველოში ომი. რომ მშვიდობა ჯობია ომს, რომ ლგბტ პროპაგანდა არის თავსმოხვეული, ტრადიციების განადგურება არის უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული.
სამი წელი ვებრძოდით ამას და ამიტომაც თუ მოხდება ისე, რომ ტრამპის მიერ დამარცხდება “დიფ სთეითი”, პირველი ეს აისახება საქართველოზე იმით, რომ ჩვენ ვიტყვით, ზეწოლა ამ მიმართულებებით აღარ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.