leaderboard_below_slide
left_sabechdi

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია.

ამის შესახებ მან პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 30-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები არიან შეკრებილი.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის არმია უსაფრთხოების მთავარ გარანტიად რჩება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ მომავალს და როგორც პრიორიტეტს, ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს უკრაინის არმია მომავალში. უნდა დავუბრუნდეთ პრინციპს, რომ უსაფრთხოების უპირველეს გარანტიად რჩება უკრაინის არმია, რომ ჩვენ უარს ვიტყვით უკრაინის დემილიტარიზაციის ნებისმიერ ფორმაზე“, – აღნიშნა ლეკონრნუმ.

ასევე იხილეთ