სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეა, ჯერჯერობით, „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვში ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრისას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების გზები განიხილა. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ იქნება შესაძლებელი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ნათელია.
„პრეზიდენტი პუტინი ხაზს უსვამდა საკუთარ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია, თუ ამ კონფლიქტის საიმედო დარეგულირება გვსურს, ეს უნდა მოხდეს მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრით“, – განაცხადა თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსი მაღალჩინოსანი ასევე უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება, ჯერჯერობით, „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“.
„რა უნდა დაიცვან მშვიდობისმყოფელებმა? კიევის ნაცისტური რეჟიმის ნარჩენები, რომელმაც მიიღო რუსული კულტურის, ენის, მედიის განადგურების კანონების სერია, აკრძალა კანონიკური უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია. თუ ჯერ უნდა მივაღწიოთ კიევის რეჟიმის ამ რასისტული პრაქტიკის შეწყვეტას? ჯერ ეს უნდა მოვაგვაროთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება როგორც მშვიდობისმყოფელების განთავსებით სახალხო რისხვისგან ამ რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.