leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია

“ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.

„ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მტკივნეული თემა განსაკუთრებით დედების მხრიდან, მშობლების მხრიდან არის წამოწეული სწორედაც, ნარკოტიკებთან ბრძოლის აუცილებლობა, ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.

ასევე იხილეთ