leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის მერი კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ გახსნილი ჯგუფის მწვრთნელებსა და წევრებს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ გახსნილი ჯგუფის მწვრთნელებსა და წევრებს – დანიელ ბოლქვაძეს, ვაკო ბეჟიტაშვილს, ალი რუსტამოვს შეხვდა და ვილნიუსში ატიეტის თასზე მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატზე გააცილა.

2023 წლის ბოლოს კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ პროგრამის – „საფეხბურთო ყურადღება რეგიონებს“ ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფს კვალიფიციური მწვრთნელები შავლეგ მაჭარაშვილი და ნიკა ლეკვეიშვილი ავარჯიშებენ. მწვრთნელების, ბავშვების მონდომებამ და მერიის ხელშეწყობამ შედეგი მალევე გამოიღო.

საქართველოს 27 რეგიონში გახსნილი ფილიალებიდან საქართველოს 18-წევრიან ბავშვთა ნაკრებში 3 კასპელი – დანიელ ბოლქვაძე, ვაკო ბეჟიტაშვილი და ალი რუსტამოვი იქნა შერჩეული.

მუნიციპალიტეტის მერმა „მომავალ ფეხბურთელებს“ წარმატებები უსურვა და მგზავრობის თანხებიც დაუფინანსა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა წარმატებული სპორტსმენების, სპორტისა და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

 

ასევე იხილეთ