leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას

“რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა – არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, თავიანთი პატრონებისგან უცხოეთში, მას შეასრულებენ”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

„როგორც თავიანთმა პატრონებმა, ისე თვითონაც ძალიან კარგად იციან დღევანდელი და ზოგადად მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე, თუ რა დონეზეა მათი რეიტინგი მოსახლეობაში, დღეს მიიღეს ეს დავალება რომ უნდა იყოს რიტორიკა, რომ ესენი არ იღებენ მონაწილეობას. ხვალ შეიძლება, მიიღონ აბსოლუტურად სხვა დირექტივა და რადიკალურად სხვა განცხადება გააკეთონ. როდესაც შუბლის ძარღვი არ არსებობს და როდესაც აგენტი ხარ, არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტის ბედი რთულია. იმიტომ, რომ ვერ იღებ ვერანაირად შენ თვითონ გადაწყვეტილებას.

მე ვთვლი, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი აგენტები, მით უფრო მეტი გზა ეხსნება იმ ჯანსაღი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დაჩრდილული იყვნენ იმ უდიდესი დაფინანსებით, რომელიც მოდიოდა ე.წ. „დიფ სთეითის“მხრიდან მხრიდან და რომელიც გაიშიფრა საყოველთაოდ. გაუჩნდებათ შანსი, რომ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობა და საპარლამენტო არჩევნებშიც 2028 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ დირექტივას თავიანთი პატრონებისგან რომ დამწკრივდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დემოკრატია და ნებისმიერი დემოკრატიის დემოკრატიის საფუძვლებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში გყავდეს კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, ეროვნულად მოფიქრალი ოპოზიცია. ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ სჭირდება ჯანსაღი ოპონირება და არა აგენტურის ოპონირება. ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლები იქნება აგენტი პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაწევენ ჯანსაღ ოპონირებას, – აღნიშნა კირცხალიამ.

ასევე იხილეთ