leaderboard_below_slide
left_sabechdi

რამაზ საყვარელიძე: ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ

„როგორც ჩანს, რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის ტვირთების გამოტარება კავკასიაზე. ამ ტვირთების ტრანზიტის კვანძი იქნება საქართველო და ამ კვანძზე გავლენის მქონე პარტიულ ჯგუფებს გარკვეული უპირატესობა ექნებათ. ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

„რატომ უნდა დასავლეთს და ამ ლიბერალურ წრეებს, რომ ხელისუფლება საქართველოში შეიცვალოს. ალბათ, ჩნდება მსმენელებში ეს კითხვა. საქართველოში ლიბერალური ხელისუფლების შეცვლა საჭიროა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის ტვირთების გამოტარება კავკასიაზე. ამ ტვირთების ტრანზიტის კვანძი იქნება საქართველო და ამ კვანძზე გავლენის მქონე პარტიულ ჯგუფებს გარკვეული უპირატესობა ექნებათ. ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ, რომ საქართველოში იყოს მათი გავლენის გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის სალაროში დიდი თანხები მიდიოდა და, ფაქტობრივად, აიარაღებდა მას პოლიტიკური ბრძოლისთვის.

„რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ და საერთოდ ლიბერალურმა პოლიტიკურმა დიდმა გაერთიანებამ, რომელიც ახლა ევროპაშია კონცენტრირებული ამხელა თანხებით პოლიტიკური აქცენტი გადმოიტანა სხვა ქვეყნებზე. ვიცით, რა ხდება ყბადაღებულ რუმინეთში, სადაც უამრავი პროცესი დატრიალდა უკვე ლიბერალური პოლიტიკური დაკვეთით, სხვა ქვეყნებშიც. ლიბერალების მხრიდან პედალირების ერთ-ერთი ქვეყანა არის საქართველო და არის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში იდება გარკვეული თანხები საიმისოდ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

საყვარელიძემ განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება აშშ-ს პირველ რიგში თავისივე სიჯანსაღისთვის სჭირდება.

„ნახევარი ტრილიონის გაფლანგვა აღმოაჩინა ილონ მასკმა თავისი ჯგუფის საშუალებით, გაფლანგვა ბიუჯეტში. ასე რომ თუ ვინმეა დაინტერესებული, უპირველეს ყოვლისა, ამერიკული მხარეა დაინტერესებული „დიფ სთეითის“ შეზღუდვაში. ილონ მასკი იძახის და ტრამპმაც ბრძანება გასცა, რომ გაირკვეს ომის ხარჯები, ანუ რამდენს ხარჯავდა ამერიკა ომში და რამდენად შედეგიანი იყო ეს ხარჯები, სად წავიდა ის ფული, რაც დაიხარჯა იმიტომ, რომ ზელენსკიმაც კი თქვა, რომ ნახევარი სად მიდიოდა არ ვიცოდიო, ამდენად ამერიკული მხრიდან კონტროლი თავისთავად ზელენსკის სიტყვებითაც კი გამართლებულია. ეს რა სურათს ამოიტანს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, ევროპა ნაკლებად არის დაინტერესებული ომის შეწყვეტაში.

„მეორე ნაწილი მოთხოვნისა გულისხმობს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე. ამავე დროს ტრამპი იძახის, რომ ვერ იმარჯვებთ და შეწყვიტეთ ომი, ცეცხლი ყოველ შემთხვევისთვის, სანამ გამარჯვების მეტი შანსი იქნებაო. ევროპას არ უნდა დამარცხებაზე საერთოდ ლაპარაკი და ასეთ პირობებში ევროპის მოპატიჟება დიპლომატიურ მაგიდასთან იქნებოდა მოლაპარაკების წაყვანა ომის გაგრძელების მიმართულებით. ამიტომაა, რომ ტრამპს არ უნდა ევროპელების მონაწილეობა იმ თემაზე, რასაც უკრაინა-რუსეთის ომი ჰქვია“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

ასევე იხილეთ