leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის

უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად ან ომის გასაგრძელებლად. სრული სიმართლის დროა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, აშშ-მა შესთავაზა ცეცხლის სრული შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში შავ ზღვაში და ფრონტის მთელ ხაზზე.

„უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ჩვენ ამას დადებითად მივიჩნევთ და მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ