leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავთანდილ ასათიანი: ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფუტსალის ნაკრები სტაბილურობას ინარჩუნებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა რუმინეთთან თბილისში ჩატარებულ ორ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 2:0 და 3:0 მოიგეს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ მატჩების ორგანიზებისთვის, რადგან ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და განვითარებაში გვეხმარება. საქართველოს ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოვლინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მომენტია.

ამავე დროს, რამდნეიმე ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მიმდინარეობს გუნდის შეთამაშების პროცესი. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. პირველი თამაში გავაანალიზეთ და მეორე შეხვედრაში ბიჭებმა დავალელები კარგად შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც რუმინეთია, ორ შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია, ეს დაცვის სტაბილურობაზე მეტყველებს. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, კოსოვოში ოფიციალურ შეხვედრას კარგი განწყობით შევხდებით“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საქართელოს ნაკრები 11 აპრილს საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდზე კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ