ვილი სანიოლის ასისტენტი: გარეთ საუთგეიტმა მითხრა, რომ კვარაცხელია ჯორჯ ბესტივით დახვეწილი ფეხბურთელია

„ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ჯორჯ ბესტია“, – ამ სათაურით გამოცემა „დეილი მეილში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოქვეყნდა.
„2020 წლის ზაფხულის ბოლოს, „ბრაიტონმა“ მოიზეს კაისედო, ალექსის მაკალისტერი და მარკ კუკურელია შედარებით მცირე თანხის საფასურად დაიმატა. ამ გუნდის სკაუტინგის სისტემამ რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის „რუბინში“ 19 წლის ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასაც მიაგნო, რომელიც ცოტა ხნის წინ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა.
საბოლოოდ, იაპონიის J ლიგიდან 2,5 მილიონ ფუნტად დაიმატეს კაორუ მიტომა – მოთამაშე, რომელიც კვარაცხელიას მსგავს პოზიციაზე თამაშობდა. 2022 წლის ზაფხულში, კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ გადავიდა და ეფექტი სწრაფად მოახდინა – ნეაპოლში ისე შეუყვარდათ, რომ მეტსახელად „კვარადონაც“ შეარქვეს. როდესაც მოთამაშეს დიეგო მარადონას ადარებენ, ლამის ნეაპოლის ღვთაებასა და ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელს, ესე იგი, ის ძალიან მაგრად თამაშობს.
კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში მესამე სეზონს ატარებს და ფანებს ისევ აღაფრთოვანებს. ის გამიდმებით მუშაობს, რომ ფიზიკყრად და მენტალურად გაძლიერდეს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ბრიტანელი ასისტენტი დევიდ უები, რომელიც ჰარი კეინს 2015-2017 წლებში „ტოტენჰემიდან“ იცნობდა, თვლის, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანსა და კვარაცხელიას ბევრი საერთო აქვთ.