leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: თუ შემცირდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების გზა დაწყებულია

“თუ ჩვენს ქვეყანაში შემცირდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების გზა დაწყებულია”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„თუ ჩვენს ქვეყანაში შემცირდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების გზა დაწყებულია. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ საბოლოო ჯამში, მისი დაწყებული საქმე „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში ბოლომდე მივიდეს.

ამ ყველაფრის მაგალითი და ტესტი იქნება საქართველოსადმი დამოკიდებულებები, რომლებიც ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გამძაფრებულია. კიდევ უფრო მეტად გავეშებულად ცდილობენ „დიფ სთეითისგან“ მართული ადამიანები, რომ განსაკუთრებული თითის ქნევით, შანტაჟით, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, როგორმე ამოაყირაონ ეს ქვეყანა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე იხილეთ