leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, აშშ-მა კიევისთვის დახმარების მიწოდება განაახლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ Facebook-ში დაწერა, რომ აშშ-მა კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა განაახლა.

„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის დახმარება განახლებულია. შეთანხმების სისრულეში მოყვანა ხდება. ბრძოლა გრძელდება“, – დაწერა პალისამ.

ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.

ასევე იხილეთ