leaderboard_below_slide
left_sabechdi

“ღალატის მუხლი პირდაპირ მიესადაგება ზურაბიშვილს, გიგაურს, ხოშტარიას, ხაზარაძეს, პირველ რიგში – სააკაშვილს”

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ “ასავალ- დასავალთან” ინტერვიუში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ანალიზსა და პროგნოზს აკეთებს. როგორც ამბობს, მხარს უჭერს “სისხლის სამართლის კოდექსში” სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას.

“მივესალმები სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას. ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ – ხელისუფლება ფრთხილობდა და დღესაც ფრთხილობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ლიბერალური ევროპა ჯერ კიდევ ცოცხალია და გვიპირისპირდება. ღალატის მუხლის აღდგენა პირდაპირ მიესადაგება სალომე ზურაბიშვილს, კაპიტან გიგაურს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და მათ, ვინც დღემდე დარბის საზღვარგარეთ და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს მუხლი პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს, სანატორიუმში რომ ზის და იქიდან გვიკითხავს მორალს.

კონსტიტუციის ნახევარი მაინც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვიდრე მსოფლიო არ დაწყნარდება, დავანებოთ თავი მთავრობის კრიტიკას, მეტიც, გვერდით დავუდგეთ მას, რომ როგორმე გადავაგოროთ ეს კრიტიკული პერიოდი! “, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ